საქართველოს ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით, ხვალიდან ერთი დოლარის ღირებულება 2,7193 ხოლო ევროსი 3,2172 ლარი იქნება.
დღეს მოქმედი კურსით, ერთი დოლარის ყიდვა 2,7225 ლარად და ევროსი 3,2262 ლარად იყო შესაძლებელი.
