მამუკა ბახტაძე ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს შეხვდა
მამუკა ბახტაძე ირანის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს შეხვდა
13:57 28.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების მინისტრს, აბას ახუნდის შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პერსპექტივა და აღნიშნული დერეფნის შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას დაესწრნენ სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აბას თალები ფარი.



ბეჭდვა