მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე „დიალოგი
სარტყელი და გზის კავშირი“ მისასალმებელი სიტყვით ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ერბოლატ დოსაევი გამოვა.
ერბოლატ დოსაევი ყაზახეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.
1987 წელს დაამთავრა რესპუბლიკის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა პანსიონი ალმა-ატაში. ასევე, დაამთავრა ალმატის ენერგეტიკის ინსტიტუტი და მოსკოვის ბაუმანის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი.
1997 წელს იყო ბანკის TuranAlem საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ATF ბანკის საბჭოს თავმჯდომარე;
1998 წელს იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;
1998 წელს - ყაზახეთის ენერგეტიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე;
2000 წ. - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
2001-2003 წლებში - ყაზახეთის რესპუბლიკის სააგენტოს თავმჯდომარე, ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების, მცირე ბიზნესის კონკურენციისა და მხარდაჭერის საკითხებში.
2003-2004 წლებში - ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი;
2004-2006 წწ. - ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი;
2006-2012 წწ. - KazInvestBank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ყაზახეთის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი, ყაზახეთის ეკონომიკისა და საბიუჯეტო დაგეგმარების მინისტრი და ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი.
2016-2017 წწ. - ეროვნული ჰოლდინგის Baiterek თავმჯდომარე.
http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcoming-panel/242-he-erbolat-dossaev
