საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობაზე კოორდინაციასა და ზედამხედველობას სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო განახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ კანონში პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს სამეთავლყურეო საბჭო.
საბჭოში სხვა წევრებთან ერთად, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები შედიან.
ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი უხელმძღვანელებს.
