საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის
ოფიციალური მონაცემებით, ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარი 2,6890, ხოლო ევრო 3,1717 ლარი ეღირება.
დღეისთვის მოქმედი ოფიციალური კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ყიდვა 2,7268 ლარად, ხოლო ევროსი 3,2176 ლარად იყო შესაძლებელი.
