„ექსპო ჯორჯია“-ში დღეს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
„ექსპო ჯორჯია“-ში დღეს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნება
09:32 20.11.2017
საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში დღეს სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების (Agro/Food/Drink/Tech) მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება.
გამოფენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებით იმართება და მასში 16 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს.
გამოფენას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გახსნის.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა