მიხეილ ჯანელიძემ „Hellenic Petrolium“-ის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ენერგოსექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრა
მიხეილ ჯანელიძემ „Hellenic Petrolium“-ის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ენერგოსექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებზე ისაუბრა
15:12 18.11.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ბერძნული „Hellenic Petrolium“-ის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგის სტერგიულისთან და საქართველოში Hellenic Petrolium-ის პარტნიორის, „ვისოლი“-ს ჯგუფის პრეზიდენტთან სოსო ფხაკაძესთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „Hellenic Petrolium“-ის ჯგუფის და მისი პარტნიორი “Wissol Group”-ის მიერ საქართველოში მაღალტექნოლოგიური ახალი ტიპის ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გაჩენის გეგმებისა და ზოგადად საქართველოს ენერგოსექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების განხილვა.

შეხვედრის დროს მიხეილ ჯანელიძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, მიღებული შედეგები, შექმნილი ბიზნეს გარემო, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები და ცნობილი საფინანსო ინსტიტუტების მიერ ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები.

Hellenic Petrolium-ის ჯგუფი აერთიანებს რამდენიმე კომპანიას, რომლებიც საქმიანობენ ნავთობის მოპოვება-გადამუშავების, ბუნებრივი აირის მოპოვების და ენერგოგენერაციის, ნავთობ-ქიმიკატების წარმოების, განახლებადი ენერგიის წარმოების, საინჟინრო, საქმიანობისა და ნავთობსადენების მშენებლობის მიმართულებით, ასევე წარმატებულად საქმიანობს მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავების მიმართულებით და მიღებული აქვს შესაბამისი საერთაშორისო ჯილდოები. ჯგუფი წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ მოწინავე და ენერგო მიმართულების ერთ-ერთ ლიდერს მსოფლიოში.

ბეჭდვა