კახა ოქრიაშვილი: არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა, 2.65-ზე
კახა ოქრიაშვილი: არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა, 2.65-ზე
18:25 17.11.2017
”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ლარი გამყარდება და 2,65-მდე ჩამოვა.

აღნიშნულის შესახებ მან „ქართულ ოცნებაში“ გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.


„ვიცე-პრეზიდენტი ესწრება და განუმარტავს ყველას, რა ხდება, რატომ არის ლარის კურსი წნეხის ქვეშ. არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.70-ის ქვემოთ ჩამოვა, 2.65-ზე. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არის დევალვაცია. 11%-ით გაუარესდა ლირის კურსი თურქეთში, ასევე რუბლი ვარდება, თვითონ დოლარი ვარდება ევროსთან მიმართებით“-განაცხადა ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა.


ბეჭდვა