გოჩა მელაძემ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა
გოჩა მელაძემ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა
17:34 17.11.2017
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ პირველ მოადგილე ლაშა ბოლქვაძესთან ერთად მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. შეხვედრაზე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„ჩვენი უმთავრესი მიზანი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მზად გამოწვევებისათვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩვენი მოქალაქეების გვერდში ვიდგეთ, - განაცხადა გოჩა მელაძემ წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ბეჭდვა