საქსტატმა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის II კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო
საქსტატმა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის II კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო
11:45 05.07.2012
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველომ საწარმოთა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის 2012 წლის II კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევა დაიწყო.

საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა საწარმო, რომელსაც ეკონომიკური ხასიათის ურთიერთობა აქვს არარეზიდენტებთან.

აღნიშნული გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია 2012 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ქვეყნების, ეკონომიკის სექტორებისა და ინფორმაციის წყაროების ჭრილში.

საგარეო ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევის შედეგები ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის, საგარეო ვალის სტატისტიკისა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს.

მონაცემები 2012 წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდება.




ბეჭდვა