საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა საუდელ ბიზნესმენს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა საუდელ ბიზნესმენს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო
09:56 17.11.2017
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა Olayan Financing Co.-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ლუბნა ოლაიანთან, რომელიც Forbes-ის მიერ ბოლო რამდენიმე წელიწადია სახელდება, როგორც არაბული სამყაროს ნომერი პირველი ყველაზე გავლენიანი ქალბატონი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა ლუბნა ოლაიანს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მხარეებს შორის განხილულ იქნა ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის საქმიანი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საუდელი ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას და მათ მიერ ქვეყანაში უკვე განხორციელებულ ინვესტიციებს. ლუბნა ოლაიანმა გამოთქვა სურვილი მომავალ წელს, თავის ჯგუფთან ერთად ეწვიოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით.




ბეჭდვა