მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
18:16 10.11.2017
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტსა (MIT) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლის იანვარში Global Teaching Lab-ის სამკვირიანი პროექტი დაიწყება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს MIT-ის სტუდენტები ესტუმრებიან და ქართველ ტრენერებს სამი სხვადასხვა მიმართულებით ჩაუტარებენ ტრენინგს:


1. არდუინოს პროგრამირება (Arduino programming);
2. ლითელბითსის კონსტრუქტორი (LittleBits Electronics);
3. ლეგოს კონსტრუქტორი (Lego Education Mindstorms EV3)


ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, სემინარების ციკლი მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, გადამზადებული ტრენერები მასტერკლასებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარებენ.


ბეჭდვა