ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6370 ლარია, რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა 3.0608 ლარადაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით 2.6272 ლარი იყო. 1 ევროს ღირებულება კი 3.0468 ლარს შეადგენდა.
