გიორგი გახარია და კახა კალაძე ხვალ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან
 გიორგი გახარია და კახა კალაძე ხვალ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან
17:52 08.11.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კახა კალაძესთან ერთად ხვალ სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში,ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ დამსწრე საზოგადოების ინფორმირებაა.

შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ 10:00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა