სოსო ფხაკაძე დაგროვებით პენსიაზე: ყველა შენიშვნაზე მივიღეთ თანხმობა ხელისუფლების მხრიდან
სოსო ფხაკაძე დაგროვებით პენსიაზე: ყველა შენიშვნაზე მივიღეთ თანხმობა ხელისუფლების მხრიდან
15:52 07.11.2017
კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს აფასებს.

როგორც ის აცხადებს, გარკვეული შენიშვნები ბიზნესმენებს აქვთ, რაზეც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული.

„იყო ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები. ძალიან ღირსეული და პროფესიული კითხვები დავაყენეთ, რომლებიც მსჯელობის შედეგად წარმოიქმნა. დავაყენეთ კითხვები და თითქმის ყველა შენიშვნაზე მივიღეთ თანხმობა ხელისუფლების მხრიდან. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ტრანსფარანტულობის და გამჭვირვალობის პროცესი, როგორ მიემართება საერთოდ ამ რეფორმის პროცესი საქართველში, ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


პროგრამა 2018 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე თანხას შეიტანს, თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით.

მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის.


ბეჭდვა