დიმიტრი ქუმსიშვილი: ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის ფეისბუქ-გვერდზე და შესაბამისად პასუხსაც ვნახავთ
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის ფეისბუქ-გვერდზე და შესაბამისად პასუხსაც ვნახავთ
10:54 04.11.2017
„ძალიან ბევრჯერ დაისვა კითხვა, თუ ვინ აჩენს უარყოფით მოლოდინებს ამ ქვეყანაში. პასუხი არის ძალიან მარტივი. მოდით, ვნახოთ, ვინ აკეთებს უარყოფით კომენტარებს, ვინ დებს პოსტებს თავის ფეისბუქ-გვერდზე და შესაბამისად პასუხსაც ვნახავთ. მე არა მგონია, რომ ჩვენ სხვაგან მოვძებნოთ უარყოფითი მოლოდინების გაჩენის წყარო, რაც ძალიან სამწუხაროა,“ - განაცხადა შემაჯამებელ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი განიხილა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა.
ბეჭდვა