დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე
დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე
14:48 03.11.2017
პირველი ვიცე-პრემიერ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული რეფორმატორი მთავრობის ძალიან მაღალი სტატუსი გავქვს. აღნიშნულის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მან ასევე ის რეფორმები ჩამოთვალა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ან სამომავალოდ გეგმავს მათ გატარებას. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა საპენსიო რეფორმა, რომელიც, მისი შეფასებით, იქნება უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი დანაზოგების ზრდისთვის. იგი წარმოქმნის ლარის მნიშვნელოვან მოცულობის რესურსს.
გარდა ამისა, ასევე დასახელდა კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ფისკალური რეფორმა, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა, აღრიცხვის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა, მიწის რეფორმა, საჯარო ფინანსების მმართველობის რეფორმა, საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა, ლარიზაცია და სხვ.

„ყველა რეფორმა ორიენტირებულია ქვეყანაში დანაზოგების ზრდაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ბეჭდვა