პარლამენტში გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა
პროგრამაზე „InnovFin“-ი, რომელიც არის ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ფონდის საერთო ინიციატივა, ევროკომისიის ჰორიზონტი 2020 პროგრამის ფარგლებში.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „InnovFin“-ს გააჩნია სხვადასხვა ფინანსური მექანიზმები ინოვაციური ბიზნესებისა და კვლევების დასაფინანსებლად, იგი მოიცავსროგორც სესხებს, ასევე გარანტიებს.
„დაფინანსება ხელმისაწვდომია მცირე, საშუალო და მსხვილი მეწარმეებისათვის, როგორც პირდაპირ, ასევე (ძირითადშემთხვევაში) ფინანსური შუამავლების საშუალებით (ბანკები, განვითარების სააგენტოები, კვლევითი ცენტრები, ა.შ.). პროგრამის ძირითადი მიზანია ფინანსურ ინსტიტუციებსგაუადვილოს ინოვაციებისა და კვლევების დაფინანსება“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
