პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე იმსჯელებენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე იმსჯელებენ
10:20 03.11.2017
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს განიხილავენ.
დოკუმენტს დეპუტატებს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი წარუდგენს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2018 წლის ფინანსური დოკუმენტი 12 მილიარდ 403 მილიონი ლარით განისაზღვრა.
მისივე თქმით, დოკუმენტი 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიხედვითაა დაგეგმილი.
“გადამუშავებული ვერსია ითვალისწინებს ასიგნენებს 12 მილიარდ 403 მილიონით. ეს იქნება ხარჯვა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის. პრაქტიკულად, ეს არის 987 მილიონით მეტი, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტით 2017 წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 2018 წელს 4.5%-ით,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


ბეჭდვა