ეკონომიკის სამინისტროში ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროში ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
12:14 02.11.2017
ირლანდია საქართველოში სავაჭრო წარმომადგენლობას გამოაგზავნის, რომელიც გაამყარებს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირებს - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და მას სენატის თავმჯდომარე დენის ო დონოვანი ხელმძღვანელობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილიც ესწრებოდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დენის ო დონოვანმა იმედი გამოთქვა , რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ირლანდიის საელჩო გაიხსნება.

,,მინდა მოგილოცოთ ის ახალი ეკონომიკური რეიტინგები, რომელსაც მიაღწიეთ, ამას თქვენი ქვეყნისთვის დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს“- განაცხადა ირლანდიის სენატის თავმჯდომარემ.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

ბეჭდვა