რომან კაკულია: იმ ტიპის ეკონომიკაში, რომელთანაც საქმე გვაქვს, რყევები ყოველთვის იქნება
 რომან კაკულია: იმ ტიპის ეკონომიკაში, რომელთანაც საქმე გვაქვს, რყევები ყოველთვის იქნება
11:36 02.11.2017
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას განცხადებით, უნდა გვახსოვდეს რა ტიპის ეკონომიკასთან გვაქვს საქმე, რადგან აქ რყევები ყოველთვის იქნება.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს ტენდენციები, რომლებიც ლარის კურთან მიმართებით არსებობს.

„ეკონომიკიური პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ არის სწორი. ესაა ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა ტიპის ეკონომიკისთან გვაქვს საქმე, ასეთი ტიპის ეკონომიკაში ასეთი რყევები ყოველთვის იქნება.
ეროვნული ბანკის როლი, ჩემი აზრით, არის ძალიან მკაფიოდ გამოსაკვეთი. საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე უნდა ხსნიდეს იმ ტენდენციებს, რაც ამ შემთხვევაში სახეზეა“- განაცხადა კაკულიამ.


ბეჭდვა