აბრეშუმის გზის ფორუმზე ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელს მოდერატორობას ჟურნალისტი ეითნი თრინორი გაუწევს
აბრეშუმის გზის ფორუმზე  ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელს მოდერატორობას ჟურნალისტი ეითნი თრინორი გაუწევს
16:46 01.11.2017
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე ენერგეტიკის მიმართულებით რეგიონთაშორისი შესაძლებლობების პანელს მოდერატორობას საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტი, მრავალი კონფერენციის პროფესიონალი მოდერატორი და ფასილიტატორი ეითნი თრინორი გაუწევს.
ეითნი თრინორი დუბაიში მედიისა და კომუნიკაციისსპეციალისტებისთვის ტრენინგებსა და კონსულტაციებს ატარებს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და განვითარების საკითხებზე.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეითნი თრინორი OPEC-ის კონფერენციებისა და ვებტრანსლაციის ოფიციალური მოდერატორია. იგი მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, უძღვებოდა და მოდერატორობასუწევდა მრავალ საერთაშორისო ფორუმს, მათ შორის ისეთ კონფერენციებს, როგორიცაა SPE ყოველწლიური ტექნიკური კონფერენცია, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, WFES, ADIPEC, მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი, აფრიკის გლობალური ბიზნესფორუმი და ა.შ.
თრინორი არის CNBC Arabia-ს სპეციალური კონსულტანტი. იგი ასევე ამზადებდა სატელევიზიო ჟურნალისტებს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ აფრიკასა და რუსეთში.
ეითნი თრინორი საერთაშორისო სატელევიზიო ჟურნალისტად მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ABC News, Sky News, BBC World და CNBC Europe. მას ასევე მნიშვნელოვანიწვლილი მიუძღვის ევროპაში ტელეკომპანია Bloomberg-ის დაარსებაში.
თრინორის რესპოდენტების სიაში, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით წამყვანი პოლიტიკოსი, დიპლომატი, ენერგეტიკოსი და მაღალი რანგის ბიზნესმენია.
თრინორს დამთავრებული აქვს დუბლინის ტრინიტის კოლეჯი და კოლუმბიის კოლეჯი ჩიკაგოში. ეითნი თრინორი ასევე ფლობს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრის ხარისხს.


ბეჭდვა