ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება
16:26 31.10.2017
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, ფაქტორები, რომლებიც ეროვნულ ვალუტაზე მოქმედებენ პოზიტიურია.

„რომ შევხედოთ ლარის კურსის ძირითად გამსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ვეძახით ფუნდამეტურ ფაქტორებს, ყველაფერი ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კურსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინები არის, რომლებიც შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ესაა კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტების გადაწყვეტილება, ფიზიკური პირების თუ კომპანიების, რომელებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამოდინარე იღებენ გადაწყვეტიელებას, რაც კურსზე მოქმედებს“- განაცხადა მესტვირიშვილმა.
დღეს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის ღირებულება 2.628 ლარია.

ბეჭდვა