„კერძო დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონოპროექტის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
„კერძო დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონოპროექტის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება
09:36 31.10.2017
თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ მედიის წარმომადგენლებისთვის „კერძო დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონოპროექტის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

ჟურნალისტებს კანონპროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გააცნობენ.

კანონპროექტი გამოქვეყნდება „საკანონმდებლო მაცნეში“ და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

კონფერენცია 12.00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა