გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსის მოკლევადიანი გაუფასურება მოლოდინების არსებობას უკავშირდება
გიორგი კაკაურიძე: ლარის კურსის მოკლევადიანი გაუფასურება მოლოდინების არსებობას უკავშირდება
17:51 30.10.2017
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის კურსის გარშემო არსებულ სიტუაციას აფასებს.

როგორც ის განმარტავს, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება საზოგადოების მოლოდინებიდან გამომდინარეა.

„ეს არის ძალიან დიდი წილი მოლოდინების. მათ შორის მოლოდინების, რომლებიც ქმნის საბოლოო ჯამში მოთხოვნას ლარზე. ჩვენ გავაანალიზებთ რა მოთხოვნები იყო ლარზე. მსხვილი მოთხოვნა და კომპანიების მიერ მსხვილი მოცულობით სხვადასხვა ვალუტის მოთხოვნა არ ყოფილა. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი მონაცემებით, ლარის კურსის მოკლევადიანი გაუფასურება მოლოდინების არსებობას უკავშირდება“- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ერთი ამერიკული დოლარის ფასი ეროვნული ბანკის უკანასკნელი მონაცემებით 2.5873, ხოლო ევროსი 3.0106 ლარია.

ბეჭდვა