Auction.ge-ს საინფორმაციო კუთხე შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში განთავსდა
Auction.ge-ს საინფორმაციო კუთხე შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრში განთავსდა
14:20 30.10.2017
Auction.ge-ს საინფორმაციო კუთხე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრშიც განთავსდა. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებს:

• დარეგისტრირდნენ ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge;
• მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო კომპანიების უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზების შესახებ;
• მიიღონ კონსულტაცია კუთვნილი ქონების აუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით გასხვისების თაობაზე;
პირველ ეტაპზე, სერვისის მიღება შესაძლებელია ქ. თბილისში, ისანი–სამგორის, ძველი თბილისისა და დიდგორის სერვისცენტრში გულუას ქ. #4-ში.

ბეჭდვა