კახა კალაძე დღეს EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდება
კახა კალაძე დღეს EBRD-ის რეგიონალურ დირექტორს შეხვდება
09:33 30.10.2017
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ხვალ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორს, ბრუნო ბალვანერას შეხვდება.
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინფორმაციით, მხარეები შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრა კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გაიმართება და ის 14:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა