ზურაბ პატარაძე გენერალურ აუდიტორს შეხვდა
ზურაბ პატარაძე გენერალურ აუდიტორს შეხვდა
13:52 27.10.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, ირეკლე მექვაბიშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კახაბერ კირტავა ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიარსებული სტრუქტურული ერთეულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი ქალაქის მზარდ განვითარებასა და მათალმთიანაჭარაში მიმდინარე პროექტებს გაუსვა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ დაწყებულია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, მიმდინარე პროცესშია 6 სასტუმროს მშენებლობა კურორტ „გოდერძზე“, მოწესრიგდა კურორტ „გომარდულთან“მისასვლელი გზა. მისი თქმით, მზარდ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო პროექტებთან ერთად მნიშვნელოვანია რეგიონის სამთავრობო თუ მუნიციპალური ფინანსური სამსახურების გამართული მუშაობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორმა ირეკლე მექვაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ჩართულობისა და კომუნიკაციის გაზრდის მიმართულებით და იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ფინანსური სამსახურებისწარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას მოემსახურება. როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, უწყება მუშაობს აუდიტის სამსახურის განვითარების გეგმაზე, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.
ბეჭდვა