ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1 დოლარის ღირებულება 2.5206 ლარია.
რაც შეეხება ევროს, მისი შეძენა 2.9635 ლარადაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ვალუტის გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით დოლარის ღირებულება 2.4894, ხოლო ევროსი 2.9240 ლარი იყო.
