დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 950 ათასი ლარი გამოიძებნა
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 950 ათასი ლარი გამოიძებნა
18:47 03.07.2012
დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 950 ათასი ლარი გამოიყოფა.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა განაცხადა, ეს თანხა საგარეო ვალის მომსახურებისთვის გათვალისწინებული თანხიდან გამოიყო.
„საგარეო ვალის მომსახურებისთვის გარკვეული თანხა გვქონდა გამოყოფილი, თუმცა, ვალუტის კურსის სხვაობის გამო, რეზერვი დაგვრჩა და ახალი სტრუქტურის დასაფინანსებლად თანხების მოზიდვა სწორედ აქედან მოხდა“ - განმარტა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, 950 ათასი ლარი 2012 წლის ექვს თვეზეა გაწერილი.
ამასთან პეტრიაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში ეს ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ამით არ იცვლება არც შემოსავლების ნაწილი და არც ეკონომიკური პარამეტრები.

ბეჭდვა