მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ორი ახალი სასტუმრო გახსნა
მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ორი ახალი სასტუმრო გახსნა
17:23 03.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ორი ახალი სასტუმრო გახსნა.
ახალი დასასვენებელი კომპლექსის დათვალიერებისას სააკაშვილმა ბათუმში კერძო ინვესტიციების,  სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითად ახლადგახსნილი სასტუმროები მოიყვანა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, აჭარაში, სადაც ყოველწლიურად იზრდება ტურისტთა რიცხვი, უფრო მეტი მოთხოვნილება გაჩნდა სასტუმროებზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბათუმში ყოფილი საზღვაო ადმინისტრაციის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ ბუტიკის ტიპის ახალი 30-ნომრიანი სასტუმრო "World Batumi" გაიხსნა. გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე კი, 14-სართულიანი სასტუმრო "აისი" აშენდა, რომელშიც სხვადასხვა კლასის 38 ნომერია განთავსებული. ორივე სასტუმრო ახალი საზღვაო სეზონის წინ უკვე დაჯავშნულია.

ბეჭდვა