ივნისში ინფლაცია 0,9 პროცენტით შემცირდა
ივნისში ინფლაცია 0,9 პროცენტით შემცირდა
16:44 03.07.2012
2012 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ -0,9 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 2,1 პროცენტით. აღნიშნულ ჯგუფში ფასების 11,9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ბოსტნეულის, ბაღჩეულის, კარტოფილისა და სხვა ბოლქვოვანების ქვეჯგუფზე; რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასმა 2,6 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე 2,5 პროცენტით იკლო.
ტრანსპორტის ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1,6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,22 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები საწვავ-საპოხ მასალებზე 4,1 პროცენტითაა დაკლებული.

ბეჭდვა