გიორგი ჩერქეზიშვილი ,,გრინ დეველოპმენტის“ პრესკონფერენციას დაესწრო
გიორგი ჩერქეზიშვილი ,,გრინ დეველოპმენტის“ პრესკონფერენციას დაესწრო
17:27 11.10.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დეველოპერული კომპანია ,,გრინ დეველოპმენტის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ,,ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე კომპანია ,,გრინ დეველოპმენტი“ 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალ ობლიგაციას გამოუშვებს, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით.

კომპანიის ინფორმაციით, "გრინ დეველოპმენტი „მ2“-ის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე მე-2 კომპანიაა, რომელმაც ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება მოიპოვა.

როგორც გიორგი ჩერქეზიშვილმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მიესალმება, რადგან სწორედ ახლა მიმდინარებს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად არის ჩართული ამ პროცესში.

ბეჭდვა