ახალი მთავრობის ერთ–ერთი დევიზია - „ძლიერი ოჯახი – ძლიერი საქართველოა“
ახალი მთავრობის ერთ–ერთი დევიზია - „ძლიერი ოჯახი – ძლიერი საქართველოა“
14:10 03.07.2012
„ძლიერი ოჯახი – ძლიერი საქართველოა“ - ეს დევიზი მოყვანილია საქართველოს ახალი მთავრობის შვიდგვერდიან პროგრამაში, რომელსაც დღეს პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „არავინ იცის კონკრეტული ოჯახის პრობლემები და საჭიროებები იმაზე უკეთ, ვიდრე თავად ამ ოჯახმა და მისმა წევრებმა“. აღნიშნული არგუმენტი პროგრამაში მოყვანილია ოთხ წელზე გათვლილი 1000 ლარიანი ვაუჩერის ყველა ოჯახისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად.
„მათ თავად უნდა გადაწყვიტონ, რა პრობლემა მოაგვარონ ამით - დაფარონ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური ხარჯები, შეიძინონ სასკოლო სახელმძღვანელოები ბავშვებისთვის, შეიძინონ საჭირო მედიკამენტები, თუ მოიმარაგონ საწვავი და სასუქი სასოფლო სამუშაოებისთვის და დაიქირაონ სასოფლო–სამეურენო ტექნიკა“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
მთავრობა პროგრამაში გაწერილი მიზნების მოსაღწევად 20 მლრდ ლარის დახარჯავს აპირებს.


ბეჭდვა