დასაქმების ახალი სახელმწიფო მინისტრი უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს შექმნის
დასაქმების ახალი სახელმწიფო მინისტრი უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს შექმნის
14:05 03.07.2012
დასაქმების ახალი სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია უმუშევარობის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება იქნება.
როგორც მთავრობის სამოქმედი პროგრამაშია აღნიშნული, დღეისთვის არ არსებობს მონაცემები უმუშევრობის გეოგრაფიის შესახებ, იმ პირთა თაობაზე, ვინც სამუშაოს ეძებენ და მათი კვალიფიკაციის შესახებ.
„არ არსებობს სისტემატიზირებული მონაცემები, თუ რა კვალიფიკაციის კადრებზეა მოთხოვნა დამსაქმებელთა მხრიდან“ - აღნიშნულ პროგრამაში.
ამასთანავე, დოკუმენტში ნათქვმია, რომ სახელმწიფო მინისტრი აწარმოებს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს და ეს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას შემოიღოს უმუშევრისა და სამსახურის მაძიებლის სამართლებრივი სტატუსი.
„ამ ინსტიტუტის შემოღებით შექმნება ხიდი დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის“ – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტის განხილვა რამდენიმე წუთში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყება.



ბეჭდვა