სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი: ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელი: ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას
14:07 09.10.2017
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, ხელისუფლება აგრძელებს ფისკალური რისკების მართვას, საგადასახადო სამსახურის გაძლიერებას, და საჯარო სამსახურის ეფექტურობის ზრდას. ხელისუფლების მიზანია, ფისკალური რისკების საჯაროობის და საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. აღნიშნულის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული მონეტარული პოლიტიკა ვითარების შესაბამისია და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მისია ასევე მიესალმება პროგრესს სტრუქტურული რეფორმებში.

„მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ნაბიჯები შედეგად მოიტანს სწრაფ და ინკლუზიურ ზრდას. პრიორიტეტულია საჯარო ინვესტიციების დაჩქარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და მართვის სისტემების დახვეწა,“ - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.

ბეჭდვა