იტალიელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში თბილისში, სასტუმრო „იოტაში“ ქართულ-
იტალიური ბიზნესფორუმი გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიელ დელაგაციას იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო ხელმძღვანელობს.
ფორუმს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტო გახსნიან.
იტალიის დელეგაციის შემადგენლობაში ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტელეკომუნიკაციებისა და ტურიზმის დარგებში მომუშავე 30-ზე მეტი უმსხვილესი იტალიური კომპანიის წარმომადგენელი შედის. მათი კომპანიების საერთო წლიური ბრუნვა დაახლოებით 100 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფორუმი 08:40 საათზე დაიწყება.
