"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის
18:29 26.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" საშემოსავლო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგს სასტუმრო "ძველ მეტეხში" გამართავს.
აფბა-ს წევრები მიიჩნევენ, რომ სწორედ საშემოსავლო გადასახადის გაუქმებაა მოსახლეობისთვის რეალური დახმარება.
ამასთან, ორგანიზაცია დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოში ვაუჩერების დარიგების პროცესს შეაფასებს.

ბეჭდვა