ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მშენებლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მშენებლობის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო
14:16 28.09.2017
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამშრომლობის ფორუმი სახელწოდებით ,,პროფესიული უნარები მშენებლობისთვის-მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“ გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ძირითადი მიზანი იყო სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად.
ფორუმის მონაწილეების წინაშე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ სამშენებლო პოლიტიკის ანალიზი წარადგინა.

ირმა ქავთარაძის თქმით, სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი და სწრაფად დინამიური სექტორი საქართველოში.
„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი. სამშენებლო სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი და სწრაფად დინამიური სექტორი საქართველოში. მას საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში. ხელფასები მშენებლობის სექტორში გახლავთ უფრო მაღალი, ვიდრე სხვა სექტორში. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული უნარები ამ სფეროში გაძლიერდეს. ფორუმზე განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვანი საკითხებს, როგორიცაა ტენდენციები და პოლიტიკა სამშენებლო სექტორში, რესურსების ეფექტურობა მშენებლობაში, უნარ- ჩვევების განვითარება და დუალური პროფესიული სწავლება, მშენებლობის პოლიტიკა საქართველოში, ენერგოეფექტურობამშენებლობის სექტორში და ა.შ. განსაკუთრებით მინდა გამოვყო შრომის უსაფრთხოების თემა, რადგან ვხედავთ ძალიან სავალალო შედეგებს რაც მოაქვს შრომის უსაფრთხოების საკითხების დარღვევას“- განაცხადა ირმა ქავთარაძე.


ფორუმს ასვე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორისა და პროფესიული განათლების განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის დირექტორი კატია კამერერიდაესწრო.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი დარგია, ასევე დასაქმების კუთხითაც. ამ დარგს სწორი გამოცდილება სჭირდება.

,,ეს არის დიალოგი საჯარო და კერძო სექტორს შორის საქართველოში მშენებლობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. სამშენებლო სექტორი ეკონომიკური ზრდის კუთხით მნიშვნელოვანი დარგია, ასევე დასაქმების კუთხითაც. ამ დარგს სწორი გამოცდილება სჭირდება. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად“- განაცხადა კატია კამერერმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებების(პროფესიული კოლეჯები და უნივერსიტეტები) წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და გერმანიისსაერთაშორისოთანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)პროგრამის „კერძოსექტორისადაპროფესიულიგანათლებისგანვითარებასამხრეთკავკასიაში“ ინიციატივითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ)მხარდაჭერით ჩატარდა.






ბეჭდვა