თბილისში საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართება
თბილისში საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართება
18:14 26.02.2012
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისში საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე სემინარი გაიმართება.  სემინარი თემაზე - "სახაზინო სამსახურში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებული პროგრესი და საგარეო დაფინანსების აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხები" ხვალ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნება და 29 თებერვლამდე გაგრძელდება.
შეხვედრა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, PEMPAL-ის პროგრამის ფარგლებში და საქართველოს სახელმწიფო ხაზინის ხელშეწყობით ტარდება.
სემინარში ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნიდან სახელმწიფო საფინანსო სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი გახსნის.

ბეჭდვა