ტექნოპარკს NASA - ს წარმომადგენლები ესტუმრებიან.
ღონისძიება ,,ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში იმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გახსნიან.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტი NASA-ს ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ლეგენდარული მეცნიერის კარლ საგანის ინიციატივით, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა ე.წ. „ოქროს ჩანაწერი“, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო.“
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ტერიტორიაზე ლეგენდარული მეცნიერის - კარლ საგანის სახელობის ოთახის გახსნაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, 16:00 საათიდან 17:30 საათამდე NASA-ს წარმომადგენლები შეხვდებიან ქართველ სტარტაპებს, რომელთაც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
NASA - ს წარმომადგენლები ტექნოპარკს დღეს, 14:45 საათზე ესტუმრებიან.
