მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 6618.2 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1682.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4935.5 მლნ. აშშ დოლარს (7.5 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აგვისტოში 3252.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.1 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1322.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
