ფულადი გზავნილების მოცულობამ 15,1 პროცენტით იმატა
ფულადი გზავნილების მოცულობამ 15,1 პროცენტით იმატა
11:23 19.09.2017
მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.1 პროცენტით (16.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.


ბეჭდვა