„ჯეოსელი“ ახალი პროდუქციის პრეზენტაციას გამართავს
„ჯეოსელი“ ახალი პროდუქციის პრეზენტაციას გამართავს
11:54 02.07.2012
კომპანია „ჯეოსელი“ დღეს ახალი პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „ჯეოსელიდან“ აცნობეს, ქვეყნის 2 რეგიონში - თბილისსა და იმერეთში  „ჯეოსელის“ ქსელში მობილური ინტერნეტის სიჩქარე გაიზარდა.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი „ჯეოსელის“ ქსელის განვითარების ახალ ეტაპზე - ე.წ. HSPA+ გადასვლას უკავშირდება და მომხმარებელს ინტერნეტის მობილურიდან და ლეპტოპიდან უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის ტელეფონში ან „ჯეოსელ-კონექტში“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის - ე.წ. HSPA+ია საჭირო.
ამისთვის, „ჯეოსელი“ ახალ პროდუქტს - ახალი თაობის „ჯეოსელ-კონექტს“ წარადგენს, რომელიც ინტერნეტის სიჩქარეს - მაქსიმუმ 21მბ-დე/წამში უზრუნველყოფს.
პროდუქტი გაყიდვაში დღეიდან გავა. ახალი თაობის „ჯეოსელ-კონექტი“ 65 ლარი ეღირება. „ჯეოსელ-კონექტის“ კომპლექტაციაში 3გბ ინტერნეტ ტრაფიკი შედის.
„ჯეოსელის“ ინფორმაციით, ახალი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი - 21მბ/წამში - თეორიული მაქსიმუმია, რომელიც ლაბორატორიულ პირობებშია მიღწევადი.
პროდუქციის პრეზენტაცია „ჯეოსელის“ სათაო ოფისში გაიმართება.

ბეჭდვა