დიმიტრი ქუმსიშვლი: ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული
 დიმიტრი ქუმსიშვლი: ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული
15:42 15.09.2017
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ განკარგვადი შემოსავალი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ, არ შემცირდეს.
მისივე თქმით, მცოცავი კურსი გვაქვს, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ მრავალჯერ ვთქვით, რომ მცურავი კურსი გვაქვს, რომელიც დამოკიდებულია მოთხოვნა-მიწოდებაზე. ხანდახან შეიძლება გვქონდეს ცოტა მეტი მოთხოვნა, ცოტა მეტი მიწოდება, თუმცა ეს ბაზრის ქცევაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის განკარგვადი შემოსავალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ არ შემცირდეს, რისთვისაცაა დაწყებული ლარიზაციის პროცესი“- განაცხადა ქუმსიშვილმა.

ბეჭდვა