პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს
სირილ მიულერსა და მსოფლიო ბანკის დელეგაციას ხვდება.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, მსოფლიო ბანკთან ურთიერთობის არსებული და მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიმდინარეობს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი მედიისთვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
დღის მეორე ნახევარში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებული ფორუმი, რომლის მუშაობაშიც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი სირილ მიულერი ასევე მიიღებს მონაწილეობას.
