საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"
და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.მასაჩუსეტის შტატის ქ. ბოსტონიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის 20 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი (ჟარრედ Gუტჰრიე) არიან, ასევე, საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში 30 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ჯიმ ბულიონი (ჟიმ Bულლიონ), ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი (ჟოსეპჰ Hაყნეს) და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი (ჟეფფრეყ Lეჩლაირ). დელეგაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია თან ახლავს.
საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე შესაფასებლად, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩერქეზიშვილთან სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან გამართეს.
საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, საბანკო, საინვესტიციო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო ლოგისტიკის სფეროების მიმართულებით შეხვედრებს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ "აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის" მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს "ერთი ფანჯრის პრინციპით" და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.
