მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
10:58 13.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთში იმყოფება, სადაც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.

ღონისძიება ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში საზეიმოდ გაიხსნა. ჩინეთის მხრიდან გენერალური ასამბლეის მონაწილეებს ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრემიერმა ვან იანგმადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ მიმართა. გახსნის ცერემონიას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესწრებოდა. გასნის ოფიციალურ ცერემონიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრმემიერთან ვან იანგთან და ჩინურ მხარეს გენერალური ასამბლეის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს UNWTO-ს სესიის მონაწილეებს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით მიმართავს, სადაც მსოფლიოსქვეყნების განვითარებაში ტურიზმის ინდუსტიის მნიშვნელობასა და საქართველოში ტურიზმის სფეროს წარმატებაზე გაამახვილებს ყურადღებას. მიხეილ ჯანელიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ ხეების დარგვის ცერემონიაში.

UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებშო ორგანიზაციის გენერალური მდივანი უნდა დაამტკიცონ. როგორც ცნობილია, ამ პოზიციაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. კანდიდატურა გენერალურმა ასაბლეამ ხვალ უნდა დაამტკიცოს.

მსოფლიო ტურისმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას მსოფლიოს 150 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.


ბეჭდვა