ჩინეთში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიხსნა
ჩინეთში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა გაიხსნა
10:04 13.09.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოს დელეგაციამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 22-ე გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩინეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში მიმდინარე წლის 12-15 სექტემბერს იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას მსოფლიოს 150 ქვეყნის 1500-მდე დელეგატი ესწრება. გენერალური ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს UNWTO-სგენერალურმა მდივანმა ტალეფ რიფაიმ, ჩინეთის რესპუბლიკის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლი ჯინძაომ, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორმა იუნ ლიმ დაქ. ჩენგდუს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლუ ციანმა.
საზეიმო მიღების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაცნობითი ხასიათის ხანმოკლე შეხვედრა გამართა ჩინეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩინურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალურ ასამბლეაზე მაღალი დონის სტუმრობით, ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორისხალხთაშორისი კავშირების განვითარებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მაღალ ინტერესს.
გენერალური ასამბლეის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება 22-ე სესიის გახსნას და სიტყვით გამოვა მაღალი დონის სეგმენტზე.
UNWTO-ს გენერალურ ასამბლეაზე მოხდება ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურის დამტკიცება 2018-2021 წლების ვადით. როგორც ცნობილია, ამ პოსტზესაქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. გაერო-ს მსოფლიოტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.



ბეჭდვა