ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING"-ის პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება დღეს გაიმართება
 ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „TWINNING"-ის პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება დღეს გაიმართება
09:34 13.09.2017
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "TWINNING"-ის პროექტი - "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასრულდა.

სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს პროექტის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების ("ავსტროკონტროლი", ხორვატიის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო), საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ. ღონისძიებას ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.

ღონისძიებაზე მხარეები შეაჯამებენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე დაგეგმილია ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიციო კანონმდებლობისდაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების პრეზენტაცია.

ბეჭდვა